Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე ორი ათეული ადამიანი დაიღუპა იაპონიის ერთ-ერთ კლინიკაში გაჩაღებული ხანძრის შედეგად


სულ მცირე სამი ათეული ადამიანი დაიღუპა 17 დეკემბერს იაპონიის ქალაქ ოსაკის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ექიმებისა და მაშველების ცნობით, 27 ადამიანს „გულის ცემისა და სუნთქვის შეჩერება“ დაუდგინდა. ამ ტერმინს იაპონიაში ხშირად იყენებენ ადამიანის სიკვდილის ოფიციალური დადასტურების მიზნით.

სახანძრო რაზმმა მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა.

პოლიცია იძიებს საქმეს შენობაში ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიით, - იუწყება Kyodo News. არსებობს ცნობა, რომ ხანდაზმულმა მამაკაცმა შენობაში შეიტანა ჩანთა, საიდანაც რაღაც სითხე გადმოიღვარა და ცეცხლი წაეკიდა. ადგილობრივი მედიის ვერსიით, მამაკაცი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე მდებარე ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG