Accessibility links

site logo site logo

ღმერთი სახლში არ არის


ავტორი: მიშო სორდია

სიტყვები ყველას გვასწრებენ, ისინი სველი დანამული ენის ფაფუკ ტრამპლინზე ქარივით ზუზუნებენ, თავიანთ სისწრაფეს აუმჯობესებენ, ორაზროვანი ყოველდღიურობა ხახუნის ძლიერი მოძრაობებით სიმეტრიულად და მონოტონურად ურტყამს ჟელეს მსგავს ტვინს. შეგრძნება, რომლის ახსნასაც ახლა შევეცდები, ბავშობიდან თან დამსდევს, გამოგონილი მეგობარივით სულ ჩემთან არის არსად წასულა, იმ მეხუთე კლასის შემდეგ როდესაც პირველად ვიგრძენი და მივხდი თუ რას ნიშნავდა სიტყვა „გეტო“, მოწყენილობისაგან მოფლაშულ, სევდისფერ კორპუსში ვცხოვრობდი, ირგვლივ ხეები სახლობდნენ, გზის მაგივრად ტალახი გამეფებულიყო, უთვალავი ავტოფარეხების რიგები რომლებიც ისე ახლოს მიწეპებოდნენ ერთმანეთს, რომ ერთიან ჟეშტის ჭუჭყს ქმნიდნენ. თამაშშიც კი რომლის დროსაც ბავშვმა ყველაზე თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი გაძვალტყავებულ, გამხდარ გეტოს ჯგროს წააგავს, რომელსაც თვალებში დოლარების და ლამაზად შეკაზმული საჩუქრების ყუთების ნაცვლად წითელი ლაქისტრაიკი და დახეული ფეხბურთის ბურთი უტივტივებთ, რომელშიც სიმკვრივისთვის ნაძონძ ნაჭრებს ვტენიდით, რამით მაინც რომ დამსგავსებოდა პირველად იერსახეს. დაუნდობელი და ცივგულიანი ჯგრო ყოველდღიურობას ებრძოდა ავტოპარეხების სახურავებზე ჯედაებივით ერთმანეთს ვუზიარებდით საიდუმლოებებს, ეს ჩვენი სამყარო იყო, ღამით მოცული ჭუჭყი, კითხვები რომლებიც გამუდმებით მაწუხებდა, თითქოს ქაღალდისგან იყვნენ და წყალთან შეხებისას დნებოდნენ ნაზად, ისევ ვაგრძელებდი ბეტონის ხალიჩებზე შპრიცების შეგროვებას და თამაშს, თუ რომლის მამას ეკუთვნოდა იგი.

თაობები იცვლება, ინოვაციებმა და თანამედროვე აზროვნებამ გაარღვია ჩვენი ქვეყნის დამცავი ბადე და როგორც იქნა ელვისებრი სისწრაფით გაგვათბო ოდნავ, თითქოს პირველად გავსინჯეთ რაღაც ყველაზე ტკბილი და გემრიელი, ახლა უკვე მის გარეშე ვეღარ ვცოცხლობთ. მახარებს, რომ ქვეყანა რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ოდნავ წინ მიიწევს, მაგრამ როდესაც დღეს გავდივარ ჩემს ძველს საცხოვრებელთან, ხეები შვილებს აღარ აჩენენ, ისევ ნაცრისფერი შიშისგან შეკუმშული კორპუსებიდან ჩამოწვა სიზარმაცისგან მოტყლარწული სხეულები, ბავშვების ჯგრო კი, ისევ ისეთი გამხდარი და ბოროტია, ბნელი გეტოების დავიწყებული შვილები, რომლებიც ისევ იმ ჟანგიან ავტოფარეხების სახურავებზე დახტიან ვით ჯუნგლებში, შარდის სუნით გაჟღენთილ სადარბაზოებში ეჭვის თვალებით შესცქერიან ქუჩის კატებს, ათასწლოვანი დეფორმირებული შუშების სიბრტყეებზე დახტიან და ებრძვიან საკუთარ თავებს, რადგან კითხვები რომელიც აწუხებთ ისევ ისე ქრებიან და იკარგებიან უცხო ადამიანების მზერასავით. განვითარების და ინოვაციების სითბომ ჯერ მათთან ვერ მოაღწია, მხოლოდ რამოდენიმე ათი წლის წინანდელი საახალწლო განათება შერჩათ, რომლებიც საშინელებათა ფილმის სიუჟეტს უფრო წააგავს ვიდრე საჩუქრებით სავსე თოვლის ბაბუის მოახლოებას, ამ ბავშვებს ესაუბრეთ ბიოპროდუქტების ეფექტურობაზე, ქრისტიანულ შემწყნარებლობაზე ან მოდაზე, თუმცა ალბათობა, რომ დიალოგის დროს მინიმუმ არ დაგჩხაპნიან, იგივეა, რომ წარმოიდგინოთ მამაკიცის მიერ შობილი ახალი სიცოცხლე, ( იმის გათვალისწინებით, რომ სამყაროში ერთი მამრობითი არსება „ზღვის ცხენთევზა„ მიანც შობს ახალ სიცოცხლეს, შესაძლოა ამ ძვლებით მოცულ პატარებსაც ქონდეთ შანსი, რომ შეამჩნიონ და არ ჩაიწვან ბნელ სახურავებზე უცნობ ციცინათელებად). ცივილიზაციიდან მოწყვეტილ გარეუბნებში მოწყენილობისგან განაცრისფერებული კორპუსების სახურავებიდან ვტკბებით ვარკვლავების ცქერით. ჩვენი არსებობა ლაქებად დარჩება ქალაქის ცენტრში უწყვეტი დემოკრატიის ხმაურს.

ჯუნგლებში კი ისევ გათენდება დილა რომელშიც ბნელი გეტოს ბავშვები ახალ კითხვებს დასვამენ, მათზე პასუხი კი მხოლოდ ღმერთს აქვს, ღმერთი კი სახლში არ არის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG