Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის" შტამის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ერთად გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ტყუილად არ მიიღო დადასტურებიდან ორ დღეში ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი - ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია. ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა გავითავისოთ, რომ ახალ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე", - თქვა გამყრელიძემ.

პირველი ორი შემთხვევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 18 დეკემბერს დაადასტურა, თუმცა მედიას ინფორმაცია 20 დეკემბერს მიაწოდა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 68 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG