Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანვარში 50 წელს ზემოთ აცრილ მოსახლეობას 200 ლარს მისცემენ


საქართველოს მასშტაბით 50 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინით აიცრება, სახელმწიფო 200 ლარს გადაუხდის. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამ სარგებლის მიღება აცრის შემთხვევაში 2022 წლის იანვრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

აქამდე მოქმედი წესების მიხედვით, 2021 წლის 8 ნოემბრიდან 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას იკეთებდა, სახელმწიფოსგან 200-ლარიან დახმარებას იღებდა. საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, ეს ჯგუფი გაფართოვდა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 928 030 შემთხვევა. მათგან 888 022 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 646 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 63 პაციენტი.

XS
SM
MD
LG