Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ რეიდი ჩაატარა ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული გამოცემის ოფისში და რამდენიმე თანამშრომელი დააპატიმრა


პოლიციის რეიდი და Stand News-ის თანამშრომელთა დაპატიმრება.
პოლიციის რეიდი და Stand News-ის თანამშრომელთა დაპატიმრება.

პოლიციამ რეიდი ჩაატარა ჰონგ-კონგის ყველაზე ცნობილი პროდემოკრატიული გამოცემის, Stand News-ის ოფისში და დააპატიმრა რამდენიმე მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი. ამან ონლაინგამოცემა აიძულა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა საქმიანობა.

ჰონგ-კონგის პოლიციამ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ Stand News-ის ოფისში რეიდი ჩაატარეს, მისი აქტივები გაყინეს და წამყვანი თანამშრომლები დააპატიმრეს „ცილისმწამებლურ პუბლიკაციებთან“ დაკავშირებული კანონდარღვევების ეჭვის გამო.

„ამ ვითარების საპასუხოდ Stand News-მა დაუყოვნებლივ შეაჩერა საქმიანობა, მათ შორის, თავის ვებსაიტსა და სოციალურ მედიაში, რაც დაუყოვნებლივ შეწყვეტს განახლებას და ერთი დღის განმავლობაში დაიხურება“, - ნათქვამია განცხადებაში.

Stand News-ი არაკომერციული ორგანიზაციაა. ის 2014 წელს შეიქმნა ქარტიის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებლობას და „დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის“ დაცვისადმი ერთგულებას.

უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ქმედება მიმართულია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ კანონდარღვევების და არა ჟურნალისტების წინააღმდეგ. მაგრამ რეიდი, რომელშიც 200-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, აძლიერებს შეშფოთებას პრესის თავისუფლების შესახებ ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში, რომელიც 1997 წელს დაუბრუნდა ჩინეთს.

XS
SM
MD
LG