Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ გაუშვა რაკეტა "კოსმოსური კვლევის მისიით"


ირანმა გაუშვა რაკეტა სამი თანამგზავრით, - განაცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ 30 დეკემბერს. გაურკვეველია, ზუსტად როდის მოხდა გაშვება, რა სახის გამშვები მოწყობილობა იქნა გამოყენებული ან წარმატებით გავიდა თუ არა რომელიმე ობიექტი დედამიწის ორბიტაზე.

დამოუკიდებელ სატელიტურ ფოტოსურათებზე, რომლებიც ამ თვის დასაწყისში გავრცელდა, ჩანდა, რომ გაშვება ნამდვილად განხორციელდებოდა, - იუწყება AP. ირანის საინფორმაციო სააგენტო "თასმინს" მოჰყავს საჰაერო ძალების წარმომადგენლის, აჰმად ჰოსეინის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, რაკეტის გაშვების მიზანი "კოსმოსური კვლევაა“.

ცნობა რაკეტის გაშვების შესახებ გამოქვეყნდა თეირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ვენაში მიმდინარე რთული მოლაპარაკებების ფონზე 2015 წლის შეთანხმების შესახებ, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა შეზღუდა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. ეს შეთანხმება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც აშშ შეთანხმებიდან გამოვიდა და კვლავ დაუწესა სანქციები ირანს 2018 წელს.

28 დეკემბერს ევროპის წარმომადგენლებმა ვენის მოლაპარაკებებზე გამოსცეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენთვის ცხადია, რომ ვუახლოვდებით იმ წერტილს, როცა ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის გაფართოება მთლიანად დაარღვევს" 2015 წლის შეთანხმებას".

შეთანხმებიდან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციის გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შეთანხმება არ ზღუდავდა ირანის სტრატეგიული რაკეტების პროგრამას.

გაშვების წარუმატებელმა ცდებმა ირანის სამოქალაქო კოსმოსურ პროგრამას ზიანი მიაყენა. ხოლო პარალელური პროგრამით, რომელსაც განაგებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, 2020 წელს თანამგზავრის წარმატებით გაშვება განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG