Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა კოვაჩევსკის მთავრობის შექმნა დაავალა


ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ 29 დეკემბერს მთავრობის შექმნა დაავალა სოციალ-დემოკრატიული კავშირის (SDSM) ლიდერს, დიმიტარ კოვაჩევსკის
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ 29 დეკემბერს მთავრობის შექმნა დაავალა სოციალ-დემოკრატიული კავშირის (SDSM) ლიდერს, დიმიტარ კოვაჩევსკის

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ 29 დეკემბერს მანდატი გადასცა სოციალ-დემოკრატიული კავშირის (SDSM) ლიდერს, დიმიტარ კოვაჩევსკის, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. კოვაჩევსკიმ, მმართველი სოციალ-დემოკრატიული კავშირის ახალმა ლიდერმა, მანდატი მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა პარლამენტში უმრავლესობა გაინაღდა.

მოსალოდნელია, რომ ის პარტიის კანდიდატი გახდება შემდეგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. კოვაჩევსკიმ განაცხადა, რომ ის ჩამოაყალიბებს ადამიანთა გუნდს, რათა უპასუხოს "სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც გველოდება ახალი წლის დასაწყისიდან".

მან განაცხადა, რომ ახალ მთავრობას ექნება მკაფიო მიზანი "უზრუნველყოს უსაფრთხოება, უკეთესი ცხოვრება და ნათელი მომავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის". მისი თქმით, მისი პირადი ვალდებულება იმაში მდგომარეობს, რომ აღადგინოს რწმენა ქვეყნის პოლიტიკისა და ინსტუტების მიმართ.

კოვაჩევსკის, ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, 20 დღე ექნება პარლამენტისთვის ახალი მთავრობის შემადგენლობის წარსადგენად. სოციალ-დემოკრატიული კავშირი გაერთიანდა მცირე, ეთნიკური ალბანელების, პარტიასთან ახალ კოალიციაში.

კოვაჩევსკიმ სოციალ-დემოკრატიული კავშირის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა ზორან ზაევი მას შემდეგ, რაც ზაევი გადადგა პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან 27 ნოემბერს. გადადგომა ზაევმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა ხმების მცირე რაოდენობა მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG