Accessibility links

site logo site logo

საშობაო (გურული) ღვეზელის გეომეტრია


საშობაო (გურული) ღვეზელის გეომეტრია
please wait

No media source currently available

0:00 0:05:41 0:00

უფრო ხშირად მას ნახევარმთვარის ფორმით აცხობენ. ხან მრგვალია, ხან ოთხკუთხედი, ხანაც ოვალური და საკმაოდ მოზრდილი - სადღესასწაულო. თუმცა მთავარი, რაც გურული და როგორც მეორენაირად ვუწოდებთ, საშობაო ღვეზელს ახასიათებს, ეს ყველთან ერთად მასში ჩადებული, მოხარშული კვერცხებია. ესმა კუნჭულიას ოჯახში გურული ღვეზელი - ოღონდ არა მთვარის ფორმის, არამედ სწორედ და სადღესასწაული მრავალი წელია ცხვება მისი დიდი ბებიის, ესმას რეცეპტით და თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს რიტუალი ესმასთვის დროის გაჩერებაცაა, მეხსნიერების შემონახვაც, რაღაც საკრალურის გადარჩენა თუ წარსულისთის ყურის მიგდება. იმ საწყისების კვლევაც, თუ ვინ ჩადო პირველად კვერცხი ცომში ან ვინ როგორი ცომი მოზილა, ვინ რა ფორმა მისცა გურულ ღვეზელს და რატომ ან როგორ დაერქვა მას საშობაო, რატომ აცხობდნენ მას კალანდობას გურულები... ამ ვიდეოში ესმა სწორედ ამბებს გვიყვება და მისი ოჯახის წლობით გამოცდილ რეცეპტსაც გვასწავლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG