Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სიდნი პუატიე - პირველი აფროამერიკელი მსახიობი, რომელმაც „ოსკარი“ მოიპოვა


სიდნი პუატიე
სიდნი პუატიე

ლოს-ანჯელესში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა სიდნი პუატიე, პირველი აფროამერიკელი მსახიობი, რომელმაც „ოსკარი“ მოიპოვა მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

მისი ოჯახი წარმოშობით იყო ბაჰამიდან, რომელიც მაშინ ბრიტანეთის კოლონია იყო, მაგრამ თავად ყოფილი მსახიობი მაიამიში დაიბადა და დაბადების უფლების მიხედვით აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭა. 1940-იანი წლების ბოლოდან ის თეატრებში გამოდიოდა ბროდვეიზე, შემდეგ კი კინოში დაიწყო თამაში და მალე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფროამერიკელი მსახიობი გახდა. „ოსკარზე“ პირველად წარადგინეს 1958 წელს გადაღებული ფილმისთვის The Defiant Ones. ეს ჯილდო მას 1963 წელს მიენიჭა მის მიერ ნათამაშევი როლისთვის ფილმში Lilies of the Field.

პუატიემ ითამაშა რასობრივი სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გადაღებულ რამდენიმე ცნობილ ფილმში (Guess Who's Coming to Dinner, In the Heat of the Night და სხვ.) 1970-იანი წლებიდან რეჟისურით იყო დაკავებული.

1997-2007 წლებში პუატიე ბაჰამის კუნძულების ელჩი იყო იაპონიაში, ასევე იყო ბაჰამის ელჩი UNESCO-ში. ის იყო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი და აშშ-ის პრეზიდენტის თავისუფლების მედლის მფლობელი.

XS
SM
MD
LG