Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

garibashvili.ge - მთავრობის სტრატკომი პრემიერ-მინისტრის ვებსაიტის შექმნის შესახებ იუწყება


მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვებგვერდის შექმნის შესახებ იუწყება. ვებგვერდის მისამართია garibashvili.ge.

"ვებგვერდზე განთავსებულია ოფიციალური განცხადებები და ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მიმდინარე აქტივობების შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, ოსურ და აფხაზურ ენებზე", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ვებგვერდზე შესულ მომხმარებელს მენიუში ოთხი განყოფილება ხვდება: "შესახებ", "სიახლეები", "2030" და "გალერეა".

  • "შესახებ"-ში პრემიერ ღარიბაშვილის განათლებაზე, სამუშაო გამოცდილებასა და ოჯახურ მდგომარებაზე წერია;
  • "სიახლეებში" - განცხადებების, მთავრობის სხდომებისა და პრესრელიზების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი;
  • "2030" - სამინისტროების მიხედვით 10-წლიან სამოქმედო გეგმაზეა ინფორმაცია;
  • "გალერეაში" - თავმოყრილია ფოტო და ვიდეომასალები. ფოტოების ერთი ნაწილი საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან არის გადაღებული. მათ თან არ ერთვის აღწერა, როდის არის გადაღებული.

არც სტრატკომის გავრცელებულ ინფორმაციაში და არც თავად ვებგვერდზე არ არის მითითებული ვისი ხარჯებით დამზადდა ის, რა დაჯდა და ვინ დაამზადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG