Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილი: დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საააკშვილი აცხადებს, რომ პატიმრობის პერიოდში, მისდამი მოპყრობის შედეგად, „მძიმე ნევროლოგიური დაავადებით დაავადდა“.

„სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მე მივიღე, დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც როგორც ხედავთ, გონებას არ მიბნიდავს მაგრამ ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის და რომლის მკურნალობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში შეუძლებელია. ამის დასადასტურებლად, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი აპირებს ჩამოსვლას და უკვე მე-4 კვირაა ვერ იღებს ნებართვას. თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში, დიქტატურულშიც კი მათ შეუშვებდნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა 13 იანვრის სხდომაზე.

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დეკემბრის ბოლოს ილაპარაკა ცენტრი „ემპათიის“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ და თქვა: „ვერნიკეს ენცეფალოპათია კლინიკურ სურათში წამყვანია. ვშიშობთ, რომ არ მოხდეს მისი გადასვლა კორსაკოვის სინდრომში, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული დაავადება... გამოიკვეთა ნეიროპათია ანუ პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვერ გრძნობს იატაკს, უჭირს, შესაბამისად, გადაადგილება. ნათხემის დისფუნქციასთან ერთად, მთელი რიგი მგრძნობელობითი მოშლილობები აქვს და იმ სეგმენტებში, სადაც ეს მოშლილობები აღენიშნება, აქვს გამონაყარი“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.

13 იანვარს სასამართლოში განიხილება ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე.

სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG