Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს სამმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობს იმ ფონზე, როდესაც კვლავ მაღალია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განმეორების საფრთხე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თანახმად, უცნობია, თუ როდის შეიძლება გაიმართოს ასეთი ვიდეოკონფერენცია. თუმცა შეხვედრის იდეის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს უკვე აცნობა. ბოლოს უკრაინის და აშშ-ის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 2 იანვარს გაიმართა.

ერმაკის თანახმად, „ამერიკელმა კოლეგებმა ჩვენი წინადადება ინტერესით მიიღეს“, ხოლო რუსეთის მხარისგან ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია. უცნობია ასევე თუ ვინ შეატყობინა მოსკოვს ამ ინიციატივის შესახებ - აშშ-მა, თუ უკრაინამ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდეც არაერთხელ გამოთქვა აზრი, რომ მზად არის შეხვდეს ვლადიმირ პუტინს და განიხილოს დონბასში მიმდინარე კონფლიქტი, ანექსირებული ყირიმის პრობლემა და სხვა საკითხები, რაც ართულებს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას,


პუტინმა არ გამორიცხა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა, მაგალითად მოსკოვში, მაგრამ ბოლო ხანს რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი შეხვედრა შეუძლებელია უკრაინის მხრიდან მინსკის შეთანხმებით ნაკისრი რიგი ვალდებულებების შესრულების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG