Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობის გამო შიდა ქართლის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება


ფოტოილუსტრაცია

ხაშურში, ქარელსა და გორში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება სოფელ რუისს. ხაშურში კი დენის გარეშეა დარჩენილი ბორჯომის, თაყაიშვილისა და არაყიშვილის ქუჩები. ასევე, სოფელი ცხრამუხა და მისი მეზობელი სოფლები. რაც შეეხება გორს, როგორც ენერგოპროჯორჯიაში აცხადებენ, აქ რამდენიმე ტრანსფორმატორი და გამანაწილებელია გამორთული ავარიული დაზიანების გამო და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგია არ მიეწოდება გორის ერთ ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანს, წმინდა წყალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG