Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო ცხინვალში სკოლების და ბაღების დახურვა დაიწყეს


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა, ასევე ცალკეული კლასები და ჯგუფებიც იხურება. 17 იანვარს ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო რამდენიმე სკოლასა და ბაღში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

„დღეიდან პირისპირ გაკვეთილების ჩატარება შეჩერებულია კადეტთა სკოლაში, ხელოვნების ლიცეუმში, მეორე სკოლაში და გიმნაზია „ალბიონში". ასევე დროებით იკეტება ორი ჯგუფი ცხინვალის მე-20 და მე-11 საბავშვო ბაღებში“, - აცხადებენ სამინისტროში. მათ განმარტეს, რომ რამდენიმე დღის წინ კარანტინში გადავიდა ცხინვალის მე-6 სკოლის ერთი კლასი და მე-18 საბავშვო ბაღის საშუალო ჯგუფი. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სასწავლო პროცესი ერთი კვირის წინ აღდგა და მაშინ ყველა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი გაიხსნა.

რაც შეეხება ეპიდემიურ ვითარებას, ორშაბათის მდგომარეობით, ცხინვალის სამედიცინო ცენტრის „წითელ ზონაში" 33 ადამიანი მკურნალობს, განუცხადა „რეს"-ს ცხინვალის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ზარინა ტუაევამ. მისი ცნობით, ოთხი ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ამ დროისთვის ამბულატორიულად 165 ადამიანი მკურნალობს. გასული კვირის განმავლობაში დე ფაქტო სანიტარული სამსახურის ლაბორატორიაში კოვიდით ინფიცირებული 180-ზე მეტი მოქალაქე გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG