Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, რა ნომერი "მარშრუტკები" დარჩება 1 თებერვლიდან


1 თებერვლიდან თბილისში "ყვითელი მარშრუტკები" აღარ იმოძრავებს. უკვე არსებულ ხაზებზე ძველი ტრანსპორტი ახალი, ე.წ. ლურჯი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება.

გეგმის მიხედვით, 53 ხაზზე ჩანაცვლდება არსებული მარშრუტები, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დაემატება სატრანსპორტო ქსელს.

ჩანაცვლდება შემდეგი სამარშრუტო ხაზები:

  • N2-ს ჩაანაცვლებს N472;
  • N5-ს ჩაანაცვლებს N535;
  • N6-ს ჩაანაცვლებს N536
  • N11-ს ჩაანაცვლებს N431;
  • N16-ს ჩაანაცვლებს N416;
  • N28-ს ჩაანაცვლებს N428;
  • N33-ს ჩაანაცვლებს N533;
  • N34-ს ჩაანაცვლებს N534;
  • N41-ს ჩაანაცვლებს N541;
  • N42-ს ჩაანაცვლებს N442;
  • N43-ს ჩაანაცვლებს N543;
  • N48-ს ჩაანაცვლებს N475;
  • N51-ს ჩაანაცვლებს N551;
  • N52-ს ჩაანაცვლებს N452;
  • N55-ს ჩაანაცვლებს N455;
  • N60-ს ჩაანაცვლებს N460;
  • N62-ს ჩაანაცვლებს N462;
  • N68-ს ჩაანაცვლებს N528;
  • N70-ს ჩაანაცვლებს N470;
  • N71-ს ჩაანაცვლებს N471;
  • N77-ს ჩაანაცვლებს N517;
  • N78-ს ჩაანაცვლებს N518;
  • N84-ს ჩაანაცვლებს N544;
  • N87-ს ჩაანაცვლებს N527;
  • N91-ს ჩაანაცვლებს N491;
  • N95-ს ჩაანაცვლებს N495;
  • N99-ს ჩაანაცვლებს N499;
  • N103-ს ჩაანაცვლებს N520;
  • N105-ს ჩაანაცვლებს N545;
  • N108-ს ჩაანაცვლებს N538;
  • N116-ს ჩაანაცვლებს N500;
  • N119-ს ჩაანაცვლებს N519;
  • N124-ს ჩაანაცვლებს N497;
  • N128-ს ჩაანაცვლებს N531;
  • N139-ს ჩაანაცვლებს N439;
  • N145-ს ჩაანაცვლებს N532;
  • N148-ს ჩაანაცვლებს N548;
  • N150-ს ჩაანაცვლებს N550;
  • N156-ს ჩაანაცვლებს N546;
  • N165-ს ჩაანაცვლებს N537;
  • N170-ს ჩაანაცვლებს N540;
  • N176-ს ჩაანაცვლებს N547;
  • N182-ს ჩაანაცვლებს N501;
  • N185-ს ჩაანაცვლებს N506;
  • N187-ს ჩაანაცვლებს N467;
  • N189-ს ჩაანაცვლებს N489;
  • N190-ს ჩაანაცვლებს N530;
  • N191-ს ჩაანაცვლებს N521;
  • N193-ს ჩაანაცვლებს N539;
  • N194-ს ჩაანაცვლებს N456;
  • N197-ს ჩაანაცვლებს N507;
  • N199-ს ჩაანაცვლებს N523;
  • N202-ს ჩაანაცვლებს N512.

უკვე ცნობილია, რა მარშრუტს გაივლიან ახალ და განახლებულ ხაზებზე მოძრავი "მარშრუტკები".

1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. დღეს 90 წუთის განმავლობაში მეტროში, ავტობუსსა და "ლურჯ მიკროავტობუსებში" მგზავრობა ტრანსპორტის რამდენჯერმე შეცვლის შემთხვევაშიც კი 50 თეთრია. 1 თებერვლიდან იცვლება პირობები.

აქამდე არსებული ბარათებით - "მეტრომანით" ან საბანკო ბარათებით ("თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი") მგზავრობა ისევ შესაძლებელი იქნება, თუმცა მხოლოდ ისევ 90-წუთიანი პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში - სააბონემენტო სისტემაში ჩართვა ამ ბარათებით შეუძლებელია.

მას, ვისაც 1-დღიანი, 1-კვირიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი ან 1-წლიანი აბონემენტის ყიდვა მოუნდება, ჯერ მეტროს სალაროში ან "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში ახალი ბარათი უნდა იყიდოს (ფასი 2 ლარია), შემდეგ კი თანხის ჩარიცხვით გააქტიუროს სასურველი პაკეტი.

ტარიფები

  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG