Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ჩემზე თავდასხმის საქმეს შეგნებულად არ იძიებს - „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი


დედოფლისწყაროში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გოგიტა რობიტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს სამმართველოს უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. რობიტაშვილის თქმით, თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არც თავდამსხმელები გამოუვლენია და არ მომხდარა მისი დაზარალებულად ცნობა.

როგორც რადიო თავისუფლებას რობიტაშვილმა უთხრა, პოლიციელები მასთან მივიდნენ მხოლოდ თავდასხმის დღეს და რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, თუმცა გამოძიების ფარგლებში საფუძვლიანადაც არ გამოკითხვათ.

„საქმის გამომძიებელსაც კი არ ვიცნობ, რადგან არ დამკავშირებია. პოლიციის დედოფლისწყაროს ადგილობრივ სამმართველოში მე თვითონვე მივედი ორჯერ და ვიკითხე თუ რა ეტაპზე იყო გამოძიება. ხელების გამიშალეს და თქვეს არაფერი გვაქვსო. პოლიციის უფროსმა მითხრა, როგორც ჩანს პროფესიონალურად დაიგეგმა ეს ამბავი და ჯერ ვერაფერი გავარკვიეთო. რადგან პროფესიონალურად იყო და არც გამოძიება მიდის დროულად, მაფიქრებინებს, რომ მე ფიზიკურად გამისწორდნენ პოლიტიკური საქმიანობის გამო და გამოძიებაც შეგნებულად ჭიანურდება“,- ამბობს რობატაშვილი.

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის თქმით, თავდასხმის შედეგად მას დამტვრეული აქვს სახის ძვლები და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის ერთ-ერთ კლინიკაში.

რა სახის დაზიანებები მაქვს, ყველაფერი წერია დასკვნაში, რომელიც პოლიციაში მე თავადვე მივიტანე. პოლიციელებს ვუთხარი, რომ თუ ვინმეს დააკავებთ, მაინც იცოდეთ, თუ როგორ გამისწორდნენთქო“.

გოგიტა რობიტაშვილის თანახმად, 2021 წლის 25 დეკემბერს დედოფლისწყაროში საკუთარ სახლთან გვიან საღამოს დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჩემს ავტოფარეხს შესასვლელი აქვს პირდაპირ გზიდან. როდესაც ფარეხთან მივედი, გადმოვედი მანქანიდან გავაღე კარი, შევაყენე მანქანა. კარი უნდა დამეკეტა, როცა თავს დამესხნენ. წინიდან ორ ადამიანს ვხედავდი და ერთი უკნიდან მირტყამდა. მინიმუმ სამი იყვნენ. მათი გარჩევა შეუძლებელი იყო, რადგან სახეზე ჩამოფარებული ჰქონდათ შავი ფერის ნიღბები".

ოპოზიციური პარტიის წევრმა მომხდარი მაშინვე დაუკავშირა პოლიტიკურ საქმიანობას და მის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას:

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გოგიტა რობიტაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება 126-ე პრიმა მუხლით (ჯგუფური ძალადობა) და მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

კონკრეტულად რა ეტაპზეა გამოძიება - უწყებიდან ჩვენ დამატებით ინფორმაცია ველოდებით, რომელიც მასალაში მიღებისთანავე აისახება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG