Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დუმილი დანაშაულია!" - ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა


მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" და სამოქალაქო აქტივისტები მომდევნო დღეებშიც გეგმავენ  უკრაინის მხარდასაჭერ სხვადასხვა აქცია-პერფორმანსის გამართვას.
მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" და სამოქალაქო აქტივისტები მომდევნო დღეებშიც გეგმავენ  უკრაინის მხარდასაჭერ სხვადასხვა აქცია-პერფორმანსის გამართვას.

მოძრაობამ "რუსეთი ოკუპანტია" და სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

"უკრაინა, ისე როგორც არასდროს, რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენს მოძმე ერს გვინდა გამოვუხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა, დუმილი დანაშაულია!" - ამბობს აქციის ორგანიზატორი ნიკოლოზ დეისაძე.

სამოქალაქო აქტივისტი გიო გველესიანი კი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს მკვეთრი განცხადება, რომლითაც მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხსა და მთავრობას.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და მის შემდეგ უკრაინა იდგა ჩვენ გვერდით. მათ გამოხატეს მკვეთრი და ურყევი პოზიცია, დაგვეხმარნენ და იყვნენ სოლიდარულები. საქართველოს მთავრობა ვალდებულია ამ მძიმე პერიოდში, გაამხნეოს უკრაინელი ხალხი და გააკეთოს მხარდასაჭერი განცხადება!"

მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" და სამოქალაქო აქტივისტები მომდევნო დღეებშიც გეგმავენ უკრაინის მხარდასაჭერ სხვადასხვა აქცია-პერფორმანსის გამართვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG