Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 მინისტრს კორონავირუსი აქვს


საქართველოს მთავრობის კაბინეტის ოთხ მინისტრს კორონავირუსი აქვს. ამ მიზეზით ისინი მთავრობის დღევანდელ, 24 იანვრის სხდომას არ ესწრებოდნენ.

კორონავირუსი დაუდასტურდათ:

  • სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს;
  • ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს;
  • თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს;
  • განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.

რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე მხოლოდ ლევან დავითაშვილისა და მიხეილ ჩხენკელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეძლო დამატებითი ინფორმაციის მოძიება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი აცრილია, ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და სახლში მკურნალობს. დავითაშვილს კორონავირუსი 2020 წლის ნოემბერშიც ჰქონდა.

განათლების სამინისტროში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიხეილ ჩხენკელი არის ორჯერადად ვაქცინირებული, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ ფორმატში, სახლიდან აგრძელებს.

გასულ 24 საათში ჩატარებული 35 082 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 7 947 შემთხვევა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 1 059 392 შემთხვევა. მათგან 967 585 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 732 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG