Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პრემიერი ეცდება მეტი გაზი მიიღოს რუსეთისგან ენერგიის დეფიციტის პირობებში


 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, 28 იანვარს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ეცდება, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, მოლაპარაკებებისას მომავალ კვირას, მიაღწიოს გაზის იმპორტის ზრდას რუსეთიდან. უნგრეთმა, ევროპის კავშირისა და ნატოს წევრმა, სექტემბერში ხელი მოაწერა "გაზპრომთან" ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალ, 15-წლიან ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის სახელმწიფო კომპანია პირობას დებდა უნგრეთისთვის ყოველწლიურად 4,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ, უკრაინისთვის გვერდის ავლით.

"მსურს გავზარდო გაზის ის რაოდენობა, რომელიც უნგრეთს მოეწოდება რუსეთსა და უნგრეთს შორის გაზის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით", - განუცხადა 28 იანვარს საზოგადოებრივ რადიოს ორბანმა, რომელიც მეგობრულ კავშირებს ინარჩუნებს პუტინთან.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს გაზის ხელშეკრულება ბუდაპეშტსა და რუსეთს შორის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში ამ ნაბიჯს "წმინდა პოლიტიკური, ეკონომიკურად არაგონივრული გადაწყვეტილება" უწოდა, "რომელიც მიღებულია კრემლის სასარგებლოდ და უკრაინის ეროვნული ინტერესებისა და უკრაინა-უნგრეთის კავშირების საზიანოდ".

პასუხის გაცემისას შეკითხვაზე - რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის მიმდინარე დაძაბულობის შესახებ, რომელიც გამოწვეულია მოსკოვის მიერ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის განთავსებით თავისი დასავლელი მეზობლის საზღვართან - ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა, რომ უნგრეთს მშვიდობა სურს.

XS
SM
MD
LG