Accessibility links

site logo site logo

ბაიდენმა თქვა, რომ მალე მცირე რაოდენობით ჯარებს გაგზავნის აღმოსავლეთ ევროპაში


ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მალე მცირე რაოდენობით ჯარებს გაგზავნის აღმოსავლეთ ევროპასა და ნატოს ქვეყნებში. ეს განცხადება მან გააკეთა მაშინ, როცა იზრდება შიში უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო. როგორც დასავლეთში მიიჩნევენ, მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს.

„მალე აშშ-ის ჯარებს გავგზავნი აღმოსავლეთ ევროპასა და ნატოს ქვეყნებში. ძალიან ბევრს არა,“ თქვა ბაიდენმა 28 იანვარს, როცა ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა.

მანამდე პენტაგონმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ აშშ-ის დაახლოებით 8500 სამხედრო მოსამსახურე მზადყოფნაშია ევროპაში შესაძლო გაგზავნის მოლოდინში.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებაშია ყველა სამხედრო საშუალება უკრაინის წინააღმდეგ სამოქმედოდ და რომ ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს მოსკოვი.

ოსტინის თქმით, თეთრ სახლს არ მიაჩნია, რომ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე, მაგრამ „მას ახლა აშკარად მოეპოვება ეს შესაძლებლობები.“

კრემლმა განაცხადა, რომ ის შეისწავლის აშშ-ისა და ნატოსგან მიღებულ წერილობით პასუხებს მოსკოვის მოთხოვნებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და ამის შემდეგ „გადაწყვეტს, როგორ იმოქმედოს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG