Accessibility links

site logo site logo

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მოგებით "გრანდ სლემების" რეკორდსმენი გახდა


რაფაელ ნადალი

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 30 იანვარს მელბურნში მოიგო ავსტრალიის ღია ჩემპიონატი და გახდა „გრანდ სლემის“ ტურნირების ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენი.

35 წლის ნადალი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დაწყებისას მსოფლიო რეიტინგით მეხუთე იყო. მას, შვედ როჯერ ფედერერს და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, „გრანდ სლემის“ ტურნირებში ყველაზე მეტი, 20-20, გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული.

ფედერერი მუხლის ტრავმის გამო გამოეთიშა წლევანდელი სპორტული კალენდრის პირველ უმნიშვნელოვანეს ტურნირს. ჯოკოვიჩი კი, რომელიც ამჟამად ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა, ავსტრალიიდან დეპორტირებულ იქნა COVID-19-თან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის.

ნადალის მეორე გამარჯვება ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე და 21-ე წარმატება „გრანდ სლემის“ ტურნირში დრამატიზმით აღსავსე იყო. ტურნირის ფინალში ის რუს დანიილ მედვედევს შეხვდა და მეტად რთულ მატჩში გაიმარჯვა (2:6, 6:7, 6:4, 6:4, 7:5).

ტურნირი წარმატებული გამოდგა მასპინძლებისთვის. ქალთა პირველობაში გაიმარჯვა ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, ვაჟთა წყვილებს შორის პირველობა კი ავსტრალიელმა ნიკ კირგიოსმა და თანასი კოკინაკისმა მოიპოვეს.

ქალთა წყვილებში საუკეთესოები იყვნენ ბარბორა კრეიჩიკოვა და კატერინა სინიაკოვა ჩეხეთიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG