Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვიშვება ჩვენივე მოლოდინები?


ავტორი: ანანო სიყმაშვილი

რა არის ზოგადად მოლოდინი?ისეთი სიტუაცია,როდესაც საკუთარი თავისგან ან სხვისგან ელი რაიმეს.ეს მომენტი ნებითა თუ უნებლიეთ ჩნდება თითოეულ ჩვენგანში.

რაღაც გარკვეული მოლოდინი,რასაკვირველია, უნდა გვქონდეს,მაგრამ არა გდამატებული,რადგან ზუსტად ამ გადამეტებულ მოლოდინებს მოჰყვება დეპრესია და საშინელი იმედგაცრუება.

რეალუარდ რომ დავფიქრდეთ როდესაც მოლოდინები არ გვაქვს მაშინ ვართ ბედნიერი და ცხოვრებაც ნაკლებად სტრესულია.როდესაც მოლოდინი გვაქვს სტრესულ გარემოში ვექცევით არა მარტო ჩვენი ფიქრების გამო ,არამედ საზოგადოების მხრიდან „მეტს მოველოდი“,რაც ადამიანს მეტად ტკენს გულს .თუ ადამიანი ვერ ამართლებს მოლოდინებს სოციუმის მხრიდან ეს ფრაზა“მეტს მოველოდი“ ყოველთვის მზადაა.ვერ იაზრებენ რომ ორმაგად სტრესულ სიტუაციაში აგდებენ ამით.

სამწუხაროა,რომ მსგავს იმედგაცრუებებში ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს ვატარებთ.“მეტს მოველოდი“ და სოციუმის სტერეოტიპები ადამიანს ბოჭავს და იმ მოლოდინს და მოტივაციასაც უკარგავს ,რომ მცდელობის შემდეგ გამოუვა.

რასაკვირველია,ჩნდება კითხვა რა უნდა გავაკეთოთ რომ უიმედო სტრესულ „მეტს მოველოდის“ თავი დავაღწიოთ?

უნდა გავითავისოთ,რომ ის რის განხორციელებასაც ვაპირებთ სულაც არ არის რთული,ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები გადავაქციოთ დაფასებად.

და ბოლოს უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინები?

ზოგადად მოლოდინი უნდა გვქნოდეს ოღონდ საკუთარი თავისგან და არა სხვისგან.

გახსოვდეს ,რომ საკუთარი მოლოდინების დაფასებად გადაქცევა მხოლოდ შენ შეგვიძლია მუდმივი ზრდითა და განვითარებით.ამისთვის კი ყოველთვის უნდა გაიაზრო ვინ იყავი?როგორ შეიცვალე?ამ შეცდომით რა ისწავლე?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG