Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატომ და ევროკავშირმა უნდა დაიცვან


უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 2022 წლის 30 იანვარი
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 2022 წლის 30 იანვარი

ევროპაში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას. ამას მოწმობს „საერთაშორისო პოლიტიკის ევროპული საბჭოს“ მიერ ევროპის შვიდ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის შედეგები გერმანულმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა გამოაქვეყნა.

გერმანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, რუმინეთსა და შვედეთში გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინა ნატომ უნდა დაიცვას. 60%-ის აზრით, ეს ევროკავშირმა უნდა გააკეთოს. გერმანიაში, იტალიაში, რუმინეთსა და პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობამ უპირატესობა ნატოს მიანიჭა, ხოლო ფინეთში, საფრანგეთსა და შვედეთში - ევროკავშირს.

ევროპის შვიდ ქვეყანაში გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინა აშშ-მა უნდა დაიცვას.

შეკითხვას, უკრაინა უნდა დაიცვას თუ არა ჩემმა საკუთარმა ქვეყანამ, ნახევარზე მეტმა, 65%-მა დადებითად უპასუხა მხოლოდ პოლონეთში. დანარჩენ ექვს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 21%-დან 43%-მდე მერყეობს. ამ შეკითხვას უარყოფითად ყველაზე მეტად უპასუხეს იტალიაში, სადაც გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინა არ უნდა დაიცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG