Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა


განახლებადი.

საქართველოში, თბილისის დროით 22:25 წუთზე, პირველადი ინფორმაციით, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"დღეს, თბილისის დროით სოფელ სამებასთან [დმანისის რაიონი] მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, პირველს მალევე მოჰყვა 4.5 და 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ბიძგი.

მიწისძვრა იგრძნეს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თბილისსა და ბათუმშიც.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებული არავინაა, ქალაქ დმანისში მოკლე ხნით გაითიშა ელექტროენერგია და მალევე აღდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG