Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვემო ქართლის რწმუნებული: ზარალის ოდენობა დგინდება


13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, ქვემო ქართლის სოფლებს შეუწყდათ ელექტროენერგია.

წალკის მერის განცხადებით, მიწისძვრას სამებაში ნგრევა არ მოჰყოლია. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით კი დაზიანდა სახლი ქვემო ქართლის სოფელ შახმარლოში.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც მალევე აღადგინეს.

"ბიძგების შედეგად ჩამოინგრა სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი - ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.

სტიქიის ადგილებში უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG