Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თელმიკოს" მიერ დაანგარიშებულ გადასახადებს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს


თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის, "თელმიკოს" მიერ კომუნალური გადასახადის დაანგარიშებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეისწავლის. ამის შესახებ დღეს, 14 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, ელექტროენერგიის დარიცხული გადასახადის შესახებ არაერთი მოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, საკითხის შესწავლა უკვე დაწყებული აქვს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მაგრამ სრული სურათის დასადგენად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ავალებს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, საგამოძიებო სამსახურმა შემოწმების შედეგები "გონივრულ ვადაში" უნდა წარმოადგინოს:

„ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად რაიმე უსამართლობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. შეიძლება, რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი ტექნიკურს, მექანიკურს. არ ვიცი, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუცილებელი არის უმოკლეს ვადებში ჩვენს მოსახლეობას გავცეთ პასუხები. ეს პასუხი უნდა იყოს არგუმენტირებული. თუ არავითარი დარღვევა არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, მისასალმებელი იქნება, მაგრამ, თუ რაიმე გადაცდომას აქვს, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი ჩვენი მხრიდან".

ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადის შესახებ არაერთი მოქალაქის პრეტენზიის საფუძველზე, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 თებერვალს დაიწყო კომპანია "თელმიკოს" შემოწმება. ეს პროცესი ერთ თვეს გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG