Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდეოები, რომლებშიც უკრაინაში სეპარატისტები "სასწრაფო" ევაკუაციის ბრძანებას გასცემენ, ორი დღის წინაა გადაღებული


ვიდეოები, რომლებშიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები "სასწრაფო" ევაკუაციის ბრძანებას გასცემენ და რომლებიც ინტერნეტით 18 თებერვალს გავრცელდა, რეალურად 16 თებერვალსაა გადაღებული - აჩვენებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ ტელეგრამის აპლიკაციის მეტამონაცემების ანალიზი.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში და ტელეგრამზე 18 თებერვალს აიტვირთა, სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერი, დენის პუშლინი აცხადებს, რომ კონტაქტის ხაზზე მოიმატა უკრაინის ჯარის და იარაღის კონცენტრაციამ. ის გასცემს ევაკუაციის ბრძანებას და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მალე დაიწყებს შეჭრის ოპერაციას დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ლუგანსკის რეგიონის ლიდერიც მსგავს ბრძანებას გასცემს, ანალოგიური საბაბით.

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გააანალიზა ვიდეოები და დაადგინა, რომ ისინი 16 თებერვალსაა გადაღებული - რაც მოწმობს, რომ უეცარი ევაკუაცია რეალურად წინასწარ იყო დაგეგმილი.

უკრაინის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დაუყოვნებლივ უარყო მოსაზრება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რაიმე სამხედრო ოპერაცია იგეგმება. თეთრი სახლი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სეპარატისტები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში ტერიტორიებს აკონტროლებენ, ემზადებიან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის შეთითხნილი საბაბის შესაქმნელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG