Accessibility links

site logo site logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში დამარცხდა


ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა.

მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეორე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩოგანთან - ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან წააგო, ანგარიშით 3:6 4:6. ამ თამაშამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. მერვედფინალში შვედი ელიას იმერი დაამარცხა (6:4 7:5), მეოთხედფინალში - უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი (1:6 6:3 7:5), ხოლო ნახევარფინალში - ფრანგი არტურ რინდერკნეხი (6:4 6:0).

დოჰას ტურნირამდე ბასილაშვილს თითქმის ოთხთვიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG