Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დინამოარენა“ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩზე ქომაგებს უკრაინული აფიშით იწვევს


საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების მომავალი მატჩის აფიშა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა თამაშამდე ხუთი დღით ადრე გამოაქვეყნა და ევროპის რაგბის კავშირის თხოვნით იმავე დღეს წაშალა, ახლა მატჩის მასპინძელი სტადიონის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზეა ატვირთული. „დინამოარენა“ გულშემატკივრებს უკრაინულ ენაზე მოუწოდებს, მივიდნენ სტადიონზე და ერთად შეასრულონ საქართველოს ჰიმნი.

27 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ნაკრები რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში რუსეთს უმასპინძლებს. ბორჯღალოსნებისა და „დათვების“ ურთიერთშეხვედრები, როგორც წესი, ჩვეულებრივ სპორტულ დაპირისპირებაზე მაღლა დგას ხოლმე ქართველი გულშემატკივრებისთვის. მომავალი მატჩი კი ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად გამორჩეული იქნება. დამატებითი დატვირთვის მიზეზებს ამჯერად დაემატა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

პოლიტიკური პარტია ევროპული საქართველო 27 თებერვალს, „დინამოარენის“ ტერიტორიაზე, გულშემატკივრებისთვის უკრაინის დროშების დარიგებას გეგმავს, რათა რუსეთის წინააღმდეგ მატჩისას, ტრიბუნებზე უკრაინის დროშებიც მრავლად ფრიალებდეს.

უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი საქართველოს რაგბის კავშირმა 22 თებერვალს სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც რუსეთის რაგბის ფედერაციის აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. სწორედ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეში ევროპის რაგბის კავშირი ჩაერთო და საქართველოს რაგბის კავშირს ანონსის წაშლა მოსთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG