Accessibility links

site logo site logo

უკრაინა ავრცელებს პირველ ცნობებს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ


უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად სხვადასხვა ქალაქში 9 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.

ეროვნული პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ასახავს მდგომარეობას ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის, გერაშჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ოდესის ოლქის ქალაქ პოდოლსკში, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა 7 ადამიანი, კიდევ 19 დაკარგულად ითვლება. დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა 1 ადამიანი და 2 დაიჭრა. კიევის ოლქში დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი. ხერსონის ოლქში დაიღუპა 17 წლის ბიჭი.

დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკის მერის, ივან პრიხოდკოს ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი. შესაბამისად, დილისთვის დადასტურებული იყო 10 ადამიანის დაღუპვა.

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG