Accessibility links

site logo site logo

ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო, მას მერე, რაც რუსეთის შეჭრამ წყვეტა გამოიწვია ინტერნეტის მუშაობაში


SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შაბათს განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა გამოიწვია რუსეთის სამხედრო შეჭრამ.

"Starlink-ის მომსახურება აქტიურია უკრაინაში. გზაშია მეტი ტერმინალი" - დაწერა მასკმა ტვიტერით.

მასკმა ამით უპასუხა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც მას Starlink-ის სადგურებით მომარაგება სთხოვა.

"სანამ თქვენ მარსის კოლონიზებას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ბრუნდება კოსმოსიდან, რუსეთის რაკეტები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას უტევს" - წერდა ტვიტერით უკრაინის ვიცე-პრემიერი, მიხაილო ფედოროვი.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები შექმნა ინტერნეტის მუშაობაში, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, სადაც ბრძოლა ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს - განაცხადეს ინტერნეტზე დამკვირვებლებმა კვირას.

სატელიტური ტექნოლოგიის ამუშავება ძვირია, თუმცა ამ ტექნოლოგიას შეუძლია ინტერნეტით უზრუნველყოს მოშორებით, მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა წყვეტას იწვევს კომუნიკაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG