Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ახალ სპორტის სასახლეში ხანძარია


​თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, რომელიც ბოლო წლებში აშენდა, ხანძარია. ადგილზე მისულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

"ცეცხლი გავრცელებული იყო შენობის კედელზე, გარე ფასადსა და სახურავზე, ასევე, გვერდით მდებარე, მოქმედი სპორტის სასახლის უკანა კედელზეც", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამ სპორტის სასახლეში 2022 წლის სექტემბერში საქართველოში პირველად უნდა გაიმართოს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ამ ჩემპიონატს კიდევ სამი მასპინძელი ქვეყანა ჰყავს: ჩეხეთი, გერმანია და იტალია. ეს არის ყველაზე მასშტაბური სპორტული ტურნირი, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა.

ეს სასახლე სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის შენდება. მისი მშენებლობა ჯერ დასრულებული არ იყო და უცნობია, შეძლებს თუ არა საქართველო ამ ჩემპიონატის გამასპინძლებას.

ჯგუფში საქართველოს მეტოქეები არიან: ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი. მატჩები 1-7 სექტემბერს არის ჩანიშნული.

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად 2015 წლის ივლისში გაიხსნა. ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

ობიექტი შ.პ.ს. „სპორტმშენსერვისის“ დაკვეთით კომპანია „ლაინკუბმა“ დააპროექტა, სამუშაოები კი კომპანია „ელექტრომონტაჟსერვისმა“ შეასრულა.

XS
SM
MD
LG