Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50-ზე მეტი არასამთავრობო: უკრაინის გვერდით ვდგავართ


50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენები შედეგია იმის, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო დაუსჯელი დარჩა.

"დღეს უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლის საოცარ მაგალითს იძლევა და დემოკრატიული მსოფლიოს ვალია, მხარი დაუჭიროს მას ამ უთანასწორო ბრძოლაში... დემოკრატიულ მსოფლიოს ისევ იგივე შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და მან ევროპის შუაგულში მიმდინარე ამ ღია აგრესიას სათანადო პასუხი უნდა გასცეს...

მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნადგურდება, სანახევრო ზომების დრო არ არის. პუტინის რეჟიმმა ამ დანაშაულებისათვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციები დემოკრატიული მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებენ:

  1. გაატარონ მაქსიმალურად მკაცრი ზომები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულონ ის, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები;
  2. გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება;
  3. მიაწოდონ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს;
  4. შექმნან სათანადო პირობები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.

"მიგვაჩნია, რომ უკრაინა ამ ომში მთელი კონტინენტისა და დემოკრატიული მსოფლიოსთვის იბრძვის და ჩვენი ვალია, უკრაინის გმირ ხალხს მხარი დავუჭიროთ. ახლა მოქმედების დროა!" - აღნიშნავენ ხელმომწერები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  2. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  3. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  4. საზოგადოება და ბანკები;
  5. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
  6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  7. მწვანე ალტერნატივა;
  8. საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  9. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  10. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS);
  11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  12. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  13. საფარი;
  14. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
  15. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC);
  16. საქართველოს პენცენტრი;
  17. ევროპის ფონდი;
  18. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  19. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG);
  20. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  21. ცენტრი "ემპათია";
  22. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG);
  23. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  24. ლიბერალური აკადემია;
  25. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  26. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  27. უფლებები საქართველო;
  28. საქართველოს მედია კლუბი;
  29. კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის;
  30. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
  31. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი;
  32. საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა";
  33. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
  34. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი – JRC;
  35. გორის საინფორმაციო ცენტრი;
  36. დემოკრატ მესხთა კავშირი – UDM;
  37. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
  38. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;
  39. საერთაშორისო გამჭვირვალობა-უკრაინა;
  40. აღმოსავლეთ ევროპის ფონდი (EEF) უკრაინა;
  41. ინოვაციების განვითარების ცენტრი (CID) უკრაინა;
  42. მდგრადი განვითარების ინიციატივების ცენტრი (CSDI);
  43. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების უკრაინული ასოციაცია "ძლიერთა ლიგა";
  44. კარიტასი -”კიევი";
  45. გაერთიანებული მოქმედებების ცენტრი (Centre UA);
  46. სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი - TIRA;
  47. არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სინერგია;
  48. უკრაინული კოალიცია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირთათვის (NGO კოალიცია);
  49. შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია (ასოციაცია "Djerela");
  50. საქველმოქმედო ორგანიზაცია "სიცოცხლის 100%, კიევის რეგიონი";
  51. საქველმოქმედო ორგანიზაცია "School-Steps";
  52. უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფონდი;
  53. საერთაშორისო ჯანმრთელობის უფლება;
  54. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ცენტრი;
  55. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სოციალური სინერგია”;
  56. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “უკრაინის ბავშვთა უფლებების ქსელი”;
  57. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის”;
  58. SOS საერთაშორისო ბავშვთა სოფელი უკრაინა.

მეცხრე დღეა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს ყოველდღიურად ბომბავს.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG