Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"VTB ბანკი" საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელსაც ასხვისებს


რუსული "VTB ბანკის" საქართველოს წარმომადგენლობამ საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელიც გაასხვისა. მომსახურების ამ ნაწილს უკვე "ლიბერთი ბანკი" იბარებს.

"3 მარტიდან, ეტაპობრივად, ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში მოემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას ასევე მიიღებენ მომსახურე ბანკირებისგან", - აღნიშნავენ "ლიბერთი ბანკში".

"ლიბერთი ბანკი" "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის" შემდეგ საქართველოში სიდიდით მესამეა.

საქართველოდან "VTB ბანკი"-ის ნაწილობრივი გასვლის შესახებ რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი 26 თებერვალს გახდა. 27 თებერვალს ბანკმა განაცხადა, რომ საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი "ბაზის ბანკს" მიჰყიდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, "VTB ბანკმა" ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, მისი დამფუძნებლების მიმართ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო, ბანკიდან კლიენტებმა დეპოზიტების გატანა დაიწყეს.

"VTB ბანკი"-საქართველოს ინფორმაციით, მას აქვს 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი და საქართველოში ერთ-ერთი დიდი ბანკია. რამდენიმე დღის წინ, შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ბანკმა განაცხადა, რომ მათ კლიენტებს პრობლემები არ შეექმნებოდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG