Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონის ექვსპუნქტიანი გეგმით „პუტინი უნდა დამარცხდეს“ - ის პარტნიორებს გეგმას მომავალ კვირას გააცნობს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მომავალ კვირას კანადის, ჰოლანდიისა და ცენტრალური ევროპის ლიდერებთან შეხვედრისას წარადგენს ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

CNN-ის ცნობით, ჯონსონი აპირებს მოუწოდოს თავის კოლეგებს, გაერთიანდნენ ამ გეგმის გარშემო, მაქსიმალურად გაზარდონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე, მოახდინონ უკრაინისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება და მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფაში.

ჯონსონი ამ გეგმით გაერთიანებული სამეფოს პარტნიორებს მოუწოდებს, აღკვეთონ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე „მცოცავი ნორმალიზება“, მოიძიონ სიტუაციის დეესკალაციის დიპლომატიური გზები, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული ჩართულობით და ევროატლანტიკურ სივრცეში დაიწყონ სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად.

„პუტინი უნდა დამარცხდეს, ეს უნდა იყოს მისი აგრესიის მარცხი. და მისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო წესრიგის წესებზე. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამხედრო ძალით მისი მუდმივი გადაწერის მცდელობა”, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არის "დიქტატორი", რომელსაც მოელოდა მასიური სანქციები უკრაინაში შეჭრის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG