Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნები შესაძლოა დღეს გაიხსნას


„ჰუმანიტარული დერეფნები ვოლნოვახიდან და მარიუპოლიდან კვირას დილით გაიხსნება“, - განაცხადა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახალხო მილიციის წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა.

„დილით ისევ გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკრაინელი მეთაურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დასახლებების დაცვის პროცესზე, მის ქვეშევრდომებს მისცემენ ბრძანებას, განბლოკონ გასასვლელი, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ შეძლოს დატოვოს ტერიტორია“, - განაცხადა ბასურინმა ტელეკომპანია "Россия 24"-ის ეთერში.

5 მარტს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ „დუმილის რეჟიმის“ პირობებში ვერცერთმა სამოქალაქო პირმა ვერ შეძლო ტერიტორიების დატოვება, რაშიც უკრაინული მხარე დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ამ ქალაქების მოსახლეობას ნაციონალისტური ფორმირებები ცოცხალ ფარად იყენებდნენ. „ნაციონალისტურმა ბატალიონებმა დუმილის რეჟიმი გამოიყენეს გადაჯგუფებისა და პოზიციების გაძლიერებისთვის", -თქვა მან.

„რუსული მხარე არ იცავს „დუმილის რეჟიმს“ და განაგრძობს როგორც მარიუპოლის, ისე მისი შემოგარენის დაბომბვას“, - საპირისპიროს იტყობინებოდა მარიუპოლის საკრებულო. უწყების ცნობით, ამის გამო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.

ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მარიუპოლში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG