Accessibility links

site logo site logo

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსებმა 11 000 ჯარისკაცი დაკარგეს - მონაცემებს რუსული მხარეც აქვეყნებს


„საოკუპაციო ჯარების დანაკარგმა, წინასწარი გათვლებით, 11 ათას ადამიანს გადააჭარბა“ - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-11 დღეს, ამ ცნობას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგი ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 11 ათასზე მეტი ადამიანი;
  • ტანკები - 285 ;
  • AFV - 985 (ჯავშანტრანსპორტიორი);
  • საარტილერიო სისტემები - 109;
  • MLRS (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 50;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 21;
  • თვითმფრინავი - 44;
  • ვერტმფრენები - 48;
  • საავტომობილო აღჭურვილობა - 447;
  • მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები - 2;
  • ტანკები PPM - 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 4.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მონაცემები კიდევ ზუსტდება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

მათივე ცნობით, 5 მარტს ლუგანსკის რაიონის სოფელ ბრიანკას ცენტრალურ საავადმყოფოში რუსეთის საოკუპაციო ძალების 650-ზე მეტი დაჭრილი გადაიყვანეს. მათი უმრავლესობა პოპასნას მიმართულებიდანაა და ყველა მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

თავის მხრივ, მონაცემებს ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ერთ დღეში ჩამოაგდეს რვა უკრაინული თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ექვსი თურქული ბაირაქტარის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან დაზარალდა უკრაინის 2200-ზე მეტი სამხედრო ობიექტი, მათ შორის: უკრაინის შეიარაღებული ძალების 76 სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი, 111 საზენიტო-სარაკეტო სისტემა ПВО С-300, “Бук М-1” და “Оса“, 71 სარადარო სადგური.

კონაშენკოვის თქმით, ასევე ლიკვიდირებულია: 69 თვითმფრინავი მიწაზე და 24 თვითმფრინავი ჰაერში, 778 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 77 მრავალჯერადი სარაკეტო- გამშვები მოწყობილობა, 279 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები, 553 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა და 62 დრონი.

ომი უკრაინაში უკვე მეთერთმეტე დღეა გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG