საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველო ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ემოციური ფაქტორებით ხსნის. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ არ არსებობს სხვა მიზეზი, რომელიც ვალუტას გააუფასურებდა.
"ლართან დაკავშირებით ერთადერთი არის ემოციური ფაქტორები, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. აქ ხელისუფლების დიდი სურვილი, მოწოდება მთლიანად საზოგადოებასთან არის, რომ ვიყოთ უფრო ნაკლები ემოციებით ეკონომიკური პროცესების ნაწილში. ეს არის ის ემოციური ფონი, რომელიც გადადის ეკონომიკაში", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
4 მარტის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან 27 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 20 თეთრით.
bloomberg-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდება. ამ დროის მონაცემებით [13:09 სთ], ერთი დოლარი უკვე 3,416 ლარი ღირს. ახალ კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00 საათზე დაადგენს.