Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული ქონების ჩამორთმევის უფლებას იძლევა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისა და მისი მაცხოვრებლების ქონების ჩამორთმევის უფლებას იძლევა. ამის შესახებ უკრაინის ვერხოვნა რადის ვებსაიტი იტყობინება.

კანონით განსაზღვრულია სამართლებრივი საფუძვლები ძალდატანებითი ჩამორთმევისა „საზოგადოებრივი აუცილებლობის მიზეზით“. მათ შორის იგულისხმება სამხედრო მიზეზებიც, ვინაიდან რუსეთმა „უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო“.

კანონის თანახმად, ჩამორთმევა განხორციელდება ქონების კომპენსაციის გარეშე, „იმ სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გააჩაღა და რომელსაც აწარმოებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“. ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მიიღებს მთავრობის მოთხოვნით.

რუსეთმა 24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეიყვანა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე. მას მერე, გაეროს მონაცემებით, სახლები დატოვა ორ მილიონამდე უკრაინელმა. მათგან 900 ათასამდე ლტოლვილმა პოლონეთს შეაფარა თავი, 150 ათასამდე ადამიანმა - უნგრეთს. ევროკავშირი საკუთარ ტერიტორიაზე 2,5-დან 6,6 მილიონი ლტოლვილის მიღებას მოელის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG