Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ ყრუდ დაიბადე - მარიამის ხმაურიანი სიჩუმე


თუ ყრუდ დაიბადე - მარიამის ხმაურიანი სიჩუმე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:37 0:00

როგორია  ცხოვრება საქართველოში თუ ყრუ დაიბადები? ვის ესმის შენი, ვინ არის შენი მეგობარი და გულშემატკივარი? შეიძლება მეტყველ ადამიანებთანაც მეგობრობდე თუ,  ილუზიაა? მეტყველი ადამიანები როგორ ექცევიან მათ, ვისაც არ ესმის?

როგორია ცხოვრება საქართველოში თუ ყრუ დაიბადები? ვის ესმის შენი, ვინ არის შენი მეგობარი და გულშემატკივარი? შეიძლება მეტყველ ადამიანებთანაც მეგობრობდე თუ, ილუზიაა? მეტყველი ადამიანები როგორ ექცევიან მათ, ვისაც არ ესმის? სახელმწიფო რას აკეთებს, რომ მათ სასურველი განათლება მიიღონ ან ოცნებები აიხდინონ? არის კი საქართველო ოცნებების ახდენის ადგილი? მარიამ დევიძე, დაბადებიდან ყრუა. პირველად მაშინ აღმოაჩინა, რომ სხვებისგან განსხვავდებოდა, როცა ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მიიყვანეს, სადაც ჟესტურ ენაზე არავინ ლაპარაკობდა. მასსა და მეტყველ სამყაროსთან პირველი გამყოფი ხაზიც მაშინ გაევლო და ბევრი დაბრკოლების გადალახვააც მოუხდა. დღეს მარიამი წლინახევრის ლაზარეს დედაა, ჰყავს მეტყველი მეუღლე, რომელმაც მარიამის გამო ჟესტების ენა ისწავლა. ერთად ზრდიან ლაზარეს, მუშაობენ, გეგმებს ისახავენ. მარიაი ახლა ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებელია. ძალიან უნდა ისეთ ორგანიზაციაში მუშაობა, სადაც ყრუების უფლებებს დაიცავდა. ოცნებობს, რომ ხატვისთვის მეტი დრო დარჩეს. კიდევ, ძალიან უნდა, რომ ისეთ ადგილებში, სადაც ყრუ ადამიანებს კომუნიკაცია უჭირთ, იუსტიციის სახლი იქნება ეს თუ სხვა მათთვის აუცილებელი დაწესებულება, ყრუ და სმენის პრობლემის მქონდე ადამიანებს ყველგან დახვდეთ თითო თარჯიმანი.

XS
SM
MD
LG