Accessibility links

site logo site logo

ეკონომიკის მინისტრი: მიმდინარე ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომს საქართველოს ეკონომიკაზეც ექნება გავლენა, რადგან მისი მონაწილეები საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. მინისტრის კომენტარი უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ეკონომიკა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მთელ მსოფლიოში, გადამდები ეფექტის მქონეა ომი და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის ასახვას ჰპოვებს, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებზე... ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და გარკვეული რესურსები საქართველომ მიიღოს ამ კუთხით იმისთვის, რომ შევამციროთ გავლენა, რომელიც ომს შეიძლება ჰქონდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ასევე თქვა, რომ საქართველოს მთელი საგარეო ვაჭრობის მეხუთედი უკრაინასა და რუსეთზე მოდის.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა. თუკი, 24 თებერვალს დილით 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 1 ევრო კი - 3,4063 ლარი, დღეს 1 დოლარის ფასი 3,2308 ლარია, 1 ევროსი კი - 3,5487 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG