ავტორი: თომას კოხი
დიახ მისამართი არ შეგშლიათ ეს ის ორი სფეროა რისკენაც არსებითად ადამიანი მიისწრაფის და მერწმუნეთ ზუსტად ეს აღმოჩნდება ყველასთვის საბედისწერო.
დავიწყოთ იმით რომ მე ჯერ არ შემხვედრია არსება რომელიც ოქროს უშვალოდ საკვებად ან თუნდაც ენერგიის წყაროდ იყენებდეს.
ანუ რა გამოდის რომ ჩვენ არა პროგრესისკენ არამედ უფსკლულისკენ მივემართებით რადგან ჩვენი ეკონომიკა დაფუძნებულია მსგავს მატერეაზე რომელსაც რეალურად არაფრის ფასი არ აქვს.
უბრალოდ დროებამ და ვითარებამ განაპირობა რომ ვალუტასთნ მჭიდრო კავშირშია.
ხშირ შემთხვევაში მას ვალუტის გასამყარებლად ვიყენებთ თუმცა იგი არავითარ ფასეულ ნივთს არ წარმოადგენს ადამიანის სურვილის გარეშე მსგავსად ძვირფასი ქვებისა.
ზოგადად ადამიანმა ძალით თუ ძალაუნებურად შექმნა ისეთი სისტემა რომელიც ნაკლებად ეფექტურია განვითარების მხრივ და ეს ყველაფერი იმიტომაა ასე რომ მას მსგავსი რეალობა ცნობიერებაში ქონდა ანუ ზუსტად რომ ვთქვათ ეს ყველაფერი ადამიანის ბუნების ანარეკლია.
დიდების მოყვარული ადამიანის რომელიც არაფერზე დაიხევს უკან ოღონდ არ იმუშაოს და სხვებზე მაღლა იდგეს ეს ხომ მისი ბუნებაა.
უფრო მეტად ობიექტურები რომ ვიყოთ ადამიანი სავარაუდოდ მუდამ დიდების ძიებაში იყო,ამ ძიებაში კი მიხვდა რომ ესაჭიროებოდა მატერეა რომელიც ბუნებაში მოიპოვებოდა და მას უზრუნველ ცხოვრებას მოუტანდა ყოველგვარი წინაღობის გარეშე.
სერიოზული ეჭვი მაქვს რომ მას დიდად აღარც ფიქრი მოუწევდა.
თქვენ თუ დაინტერებული ხართ ადამიანის შესაძლებლობების საზღვრებით სიამაყით გაუწყებთ რომ ის იყო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი რომელმაც მთელი კაცობრიობა ვიღაცის ან რაღაცის მონობის ქვეშ მოაქცია.
კაცი ლეგენდა....
აი თურმე რა ყოფილა ფუნდამენტალური ტყუილი ჩვენი ყოფიერებისა.
შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალოდ ქაღალდის ფული რომელიც პროდუქციის ექვივალენტურად დაიბეჭდებოდა და ყველას იმდენი ექნებოდა რასაც გამოიმუშავებდა.
ოქროს მოაქვს დიდება ხოლო თუ ადამიანებს დააჯერებთ ტყუილს და მითუმეტეს ამ ტყუილს ვალუტად აქცევთ ისინი ვეღარასდროს გათავისუფლდებიან.
რადგან ჩვენ დიდების ძიებაში ვართ.
კონტრარგუმენტებს რაც შეეხება თვითონ აზრია ყველაფრის პასუხი
დანარჩენი თუნდაც ისტორია ამ დიდ ტყუილზეა აგებული.
ყველაზე ფასეული ჩვენშია მას კი საღი აზრი და ანალიზის უნარი ეწოდება.