Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა - ანდრი კასიანოვი


საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში საქართველოს ცის გამოყენების ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.

კასიანოვის თქმით, იღებენ დასტურს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში გზავნის დამატებით ძალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ესენი არიან სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების გადაყვანა სახმელეთო, კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც აღნიშნა, რომ ეს იყო მედიის მხრიდან მათდამი მიმართვის საპასუხო განცხადება.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, სოციალური ქსელებით გავრცელდა კადრები, რომელთა თანახმად, სამხედრო ტექნიკა ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს როკის გვირაბის გავლით.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

XS
SM
MD
LG