შაბათს ჰუმანიტარული დერეფნებით უკრაინის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან 6623 ადამიანის, მათ შორის 4000-ის მარიუპოლიდან ევაკუირება განხორციელდა.
შაბათს ჰუმანიტარული დერეფნებით უკრაინის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან მთლიანობაში 6623 ადამიანის, მათ შორის 4000-ის მარიუპოლიდან ევაკუირება განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა 19 მარტის საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ევაკუირებულთა შორის 1172 ბავშვია.
ევაკუაცია დაუბრკოლებლად განხორციელდა ყველა 10-ვე ჰუმანიტარული დერეფნით გარდა ერთისა. დაბომბვების გამო ვერ მოხერხდა ქალაქ ბოროდიანსკიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია ბელოცერკოვში.
"ხვალ ჩვენ ვგეგმავთ ევაკუაციის მარშრუტების უზრუნველყოფას კიევის რეგიონის დასახლებებისთვის, გაგრძელება მარიუპოლის მაცხოვრებლების ევაკუაცია ზაპოროჟიეში და ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებას ხარკოვის რეგიონში", - განაცხადა ვერეშჩუკმა.