Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: იერუსალიმი სწორი ადგილია იმისთვის, რომ იპოვო მშვიდობა


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აპირებს რუსეთთან მოლაპარაკების გზები მოძებნოს. გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ მოლაპარაკება შესაძლოა, იერუსალიმში გაიმართოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იერუსალიმი სწორი ადგილია იმისთვის, რომ იპოვო მშვიდობა, თუ ეს შესაძლებელია.

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვას წინ უძღოდა მისი გამოსვლა ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის წინაშე.

ზელენსკიმ 12 მარტსაც განაცხადა, რომ მისი და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ისრაელში გაიმართოს. უკრაინის პრეზიდენტმა ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრა არაერთხელ შესთავაზა, რაზეც კრემლს ცალსახა პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

XS
SM
MD
LG