Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო პატრიარქი უკრაინელების მხარდასაჭერად პოლონეთში ჩავა


მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე კიევში. 2021 წლის 22 აგვისტო
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე კიევში. 2021 წლის 22 აგვისტო

მარტის ბოლოს პოლონეთში ელოდებიან კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქს, ბართლომე პირველს.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი იაკუბ კუმოხი ტვიტერზე წერს, რომ მსოფლიო პატრიარქმა მიიღო პოლონეთის პრეზიდენტის მიწვევა და გამოთქვა მზადყოფნა, დაუყოვნებლივ ეწვიოს პოლონეთს უკრაინელების მხარდასაჭერად.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა რუსეთის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა 2019 წლის იანვარში.

XS
SM
MD
LG