Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სახიფათოს უწოდებს კრემლის რიტორიკას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ სახიფათო უწოდა რუსეთის რიტორიკას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ და განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის მქონე პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ასე არ იქცევა.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კირბიმ თქვა, რომ აშშ ჯერჯერობით ვერ ხედავს რაიმე ისეთ ქმედებას, რომლის გამოც აუცილებელია სტრატეგიული შეკავების პოზიციის შეცვლა.

22 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა საბრძოლო მზადყოფნის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG