Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა CODA


ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ გადაეცა ფილმს CODA, რომელმაც წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

რეჟისორ სიან ჰედერის ფილმი CODA (сhild of deaf adult - „სმენადაქვეითებული მშობლების შვილი“) არის გოგონაზე, რომელიც ოჯახის სმენადაქვეითებულ წევრებს შორის ერთადერთია, ვისაც ესმის.

ფილმში მთავარ როლს ასრულებს ემილია ჯონსი. CODA რიმეიკია ფრანგული ფილმისა „ბელიერების ოჯახი“, რომელიც კინოთეატრებში 2014 წელს უჩვენეს.

სიან ჰედერმა "ოსკარი" მოიპოვა საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვისაც. ფილმი ამერიკის კინოაკადემიის მესამე პრიზის მფლობელიც გახდა - მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" გადაეცა ტროი კოცურს.

ამერიკის კინოაკადემიის პრემიით, "ოსკარით" დაჯილდოების 94-ე ცერემონია 28 მარტს, ლოს-ანჯელესში გაიმართა.

XS
SM
MD
LG