უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 12 ადამიანი დაიღუპა ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. მაშველებმა შეძლეს ნანგრევების გაწმენდა და დაღუპულთა ცხედრების ამოტანა. იერიშის შედეგად 33 ადამიანმა სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ცნობით, ეს მოხდა 29 მარტს, დაახლოებით 08:45 საათზე. ქალაქ ნიკოლაევში, სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ცხრასართულიანი შენობის დაბომბვისა და სარაკეტო იერიშის შედეგად, ჩამოინგრა შენობის ცენტრალური ნაწილი პირველიდან მეცხრე სართულის ჩათვლით.
დაწერეთ კომენტარი