Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთის საგარეო უწყება რუს დიპლომატებს მოუწოდებს, „მიატოვონ ხომალდი, რომელიც იძირება“


რუსეთის საელჩო პრაღაში

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსი დიპლომატებისადმი ღია წერილი, რომელშიც მათ უკრაინაში ომის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი დეპარტამენტის ტვიტერის ანგარიშზე გამოქვეყნდა, მისი ავთენტურობა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო „როიტერსს“ დაუდასტურა.



ინგლისურ და რუსულ ენებზე დაწერილი
წერილი მიმართულია არა მხოლოდ ჩეხეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისადმი, არამედ რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ყველა თანამშრომლისადმი, რომლებსაც ჩეხი დიპლომატები კოლეგებს უწოდებენ.

"ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, მოქმედებს თუ არა პოლიტიკური ელიტა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - ნათქვამია წერილში. "ბევრ თქვენგანს ნამდვილად აქვს გაცნობიერებული, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ მოგატყუათ უკრაინის ომთან დაკავშირებით", - წერენ ჩეხი დიპლომატები მიმართვაში, რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგები - მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, ქალაქების "აპოკალიფსური" განადგურება.

ავტორების აზრით, მიმდინარე მოვლენების შედეგად, რუსეთს თავისი ხელისუფლების, წერილის მიხედვით, "გერონტოკრატიად გადაქცეული კორუმპირებული ელიტის" ხელში, "წარსულის სიბნელეში მკვეთრი ჩავარდნის" მოლოდინი აქვს." საბოლოო ჯამში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ლიდერები ომის დანაშაულებზე პასუხს აგებენ. წერილის ავტორები თავიანთ რუს კოლეგებს "ევედრებიან", დატოვონ "ბოროტების თანამზრახველთა" წრე და "დატოვონ ჩაძირული გემი, რომელიც მხოლოდ თავისუფლებისმოყვარე ადამიანების რისხვას იზიდავს მთელ მსოფლიოში."

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრაღაში რუსეთის საელჩოს მხრიდან ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილზე ამ დრომდე რეაქცია არ ყოფილა.

ჩეხეთი აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის შეიარაღებულ ინტერვენციას უკრაინაში. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა ერთ-ერთი იყო იმ ევროპელ ლიდერთაგან, რომლებიც კიევში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ იმყოფებოდნენ. ქვეყანაში უკრაინასთან სოლიდარობის ათასობით აქცია მიმდინარეობს, დევნილების მხარდამჭერია სახელმწიფო და უამრავი მოხალისე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG